რუსეთის ეკონომიკა ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ფასების ცვლილების მიმართ კვლავ მგრძნობიარე რჩება, რასაც ემატება
მოსალოდნელზე მაღალი კაპიტალის გადინება, უმუშევრობა და შესუსტებული შიდა მოთხოვნა.
„ამის გამო, სსფ-ის იანვრის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2014 წელს 2.0%-ით გაიზრდება, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2013 წლის ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით. სსფ-ის პროგნოზით, 2014 წელს საერთაშორისო ბაზარზე ძირითადი სასაქონლო პროდუქტების ფასებზე არსებითი ზეწოლა არ არის მოსალოდნელი. გამონაკლისს წარმოადგენს სიმინდი და ხორბალი, რაც დასავლეთის ქვეყნებში 2013 წლის ცუდ მოსავლიანობას უკავშირდება. ევროზონაში ინფლაციის პროგნოზი 1%-ის ფარგლებშია . ასევე ზომიერია ინფლაციის მოლოდინები საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში. 2014 წელს თურქეთსა და რუსეთში ინფლაციის დონე ძირითადად სამიზნე მაჩვენებლებთან (5% და 5%-6%, შესაბამისად) ახლოს შენარჩუნდება"- აღნიშნულია სებ-ის ყოველკვარტალურ „ინფლაციის მიმოხილვაში".