შსს ყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გურამ დონაზე მზად არის, ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებით გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.
დონაძე ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციაში" სატელეფონო ჩართვისას ზვიად ძიძიგურის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის არ აკონტროლებდა ჩაჩუას განცხადების დროს კადრში ზედმეტი არაფერი გასულიყო.
"მე ვიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი და დამევბალამ მობილიზება ჟურნალისტების, გამყავდა ხალხი, რომ მათთან პირველ განცხადებები გაეკეთებინათ. სწორედ ამით არის განპირობებული, ლევან ჩაჩუას გვერდით ჩემი ყოფნა. ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მზად ვარ გამოძიების ყველა კითხვას გავცე პასუხი", - განაცხადა გურამ დონაძემ.