მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის თემურ დოლიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალა ავთენტურია.
,,გავრცელებული კადრები ავთენტურია, რადგან მსგავსი კადრები მოიპოვა საქმის მასალებშიც", _განაცხადა თემურ დოლიძემ, რომელმაც ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებაც შეაფასა.
,, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ეს დელიკატური თემაა, მაშინ როცა ჩვენებაში მან დააფიქსირა, რომ საქმეს არ იცნობს და ჩანაწერები ნანახი არ აქვს. შესაბამისად, გაუგებარია მისი განმარტება თემის დელიკატურობასთან დაკავშირებით", - განაცხადა თეიმურზ დოლიძემ.
,,ზურაბ ჟვანიას საქმის ნაწილი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში_ მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში ინახებოდა", _ამის შესახებ, ჟურნალისტებთან ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება მის მთავარ პროკურორამდე დანიშვნამდე დასრულდა.
"ჟვანიას საქმის გამოძიება ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე დასრულდა. ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც მისი საქმის ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში_ მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში", - განაცხადა ზოდელავამ.