ფრაქცია „დვობოდას" თავმჯდომარე ოლეგ ტიაგნიბოკმა სომხეთიდან და ყაზახეთიდან უკრაინის ელჩების გამოწვევას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ, მან რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
„გამოჩნდა რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც ყირიმის რეფერენდუმი აღიარა, კერძოდ, ინფორმაციაა ყაზახეთსა და სომხეთზე. ამიტომაც მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გავიწვიოთ ჩვენი ელჩები იქიდან",_ განაცხადა ტიაგნიბოკმა.