რუსეთის დუმამ ყირიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დოკუმენტს ხმა 443 -მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო მხოლოდ 1 დეპუტატი „სპრავედლივაია როსიას" წევრი ილია პონომარიოვი.
„მე მომხრე ვარ იმისა, რომ ჩვენი ხალხი ერთად იყოს - რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხი, მაგრამ კენჭისყრა, რომელიც დღეს გაიმართა ეს ამის საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია",_ განაცხადა პონომარიოვმა.
აღნიშნულ ხელშეკრულებას, რომლის რატიფიკაციაც დღეს განხორციელდა ხელი მოსკოვში 18 მარტს მოეწერა. ხელშეკრულების მიხედვით, ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებულად ითვლება შეთანხმების ხელმოწერის დღიდან.