ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს ლევან ჩაჩუას მთავარ პროკურატურაში კითხავენ.
დღესვე 15:00 საათზე ამავე საქმეზე საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავ. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი მასალა მურთაზ ზოდელავას ოთახში ინახებოდა.
საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ.ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. მიუხედავად მომხდარისა, მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საქმის გამოძიებას და ძალისხმევას არ დაიშურებს, ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად", - აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ვიდეო პორტალ იუთუბზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გუშინ გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია.
ამ დროისთვის უცნობია კადრების ავთენტურობა. თუმცა ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ გავრცელებული კადრები აქამდეც ჰქონდა ნანახი.
რაულ უსუპოვის მამამ კი ამ კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.