ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლები მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დავით ჭედია კითხავენ. ჭედია საგამოძიებო უწყებაში "სინათლის ქალაქის" პროექტთან დაკავშირებით არის დაბარებული.
მერიის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ პროექტში მოქალაქეების ნაწილი კანონდარღვევით იყო დასაქმებული.
საგამოძიებო უწყებასთან იმყოფებიან მერიისა და საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.