ოდესაში, საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტოროტეტი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მისი ზედმეტსხელი კრიმინალურ წრეებში „ლავასოღლი ბათუმსკია".
სამართალდამცავთა ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი სპეცოპერაციის შედეგად იქნა დაკავებული. მისი სახელი და გვარი არ ხმაურდება და გავრცელებულ ინფორმაციაში ის მხოლოდ ზედმეტისახელითაა მოხსენებული. სამართალდამცავები ასევე აღნიშნავე, რომ მას კრიმინალურ სამყაროში „კანონიერი ქურდის" სტატუსი აქვს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს ის უკვე ერთხელ გააძევეს უკრაინის ტერიტორიიდან და მას ქვეყანაში სამი წლით შემოსვლა აუკრძალეს.
„ამჟამად სამართალდამცავები არკვევენ თუ როგორ გადმოკვეთა მან სახელმწიფო საზღვარი და რომელ ჩადენილ დანაშაულებებთან აქვს კავშირი ოდესის ტერიტორიაზე. ასევე წყდება საკითხი მისი განმეორებით გამოძევების შესახებ",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.