მთავარი პროკურატურა, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს განმარტებას სოციალურ ქსელში გუშინ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გავრცელებულ მასალაზე.
შეგახსენებთ, რომ კადრები ვიდეო პორტალ იუთუბზე გუშინ გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია.
ამ დროისთვის უცნობია კადრების ავთენტურობა. თუმცა ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ გავრცელებული კადრები აქამდეც ჰქონდა ნანახი.
რაულ უსუფოვის მამამ კი ამ კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.