თერთმეტი თვის გიორგი კახიძეს, რომელიც ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოათავსეს, H1N1 ვირუსის ნაცვლად მენინგიტი დაუდგინდა.
ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ჩვილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
გიორგი კახიძე ჟვანიას კლინიკაში გვიან ღამით მოათავსეს. ის თბილისში ახალციხიდან გადმოიყვანეს. თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ ჩვილს ე.წ. ღორის გრიპი აღენიშნებოდა.