ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოსახლეობას, ასევე წარმოება-დაწესებულებებს ერთი დღით სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.
18 მარტის 24:00-დან 19 მარტის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება რუსთავში, გაგრინის ქუჩაზე 800 მმ-იან მაგისტრალურ მილდენზე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების გამო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "რუსთავის წყალის" წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის სპეციალისტები განახორციელებენ.
კომპანია ითვალისწინებს წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის მომხმარებელს.