ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 21 რუსი და უკრაინელი ჩინოვნიკის მიმართ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე მათ შესვლასა და მათი საბანკო ანგარიშბის გაყინვას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავცელებს. 
სანქციების ძალაში შესვლის უკიდურეს ვადად სამშაბათი დილა სახელდება. ნუსხა, მის ამოქმედებამდე განსაჯაროებული არ იქნება. 
„ბი-ბი-სი" აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ნუსხაში 100 ზე  მეტი ადამიანი იყო, რომელთა შორისაც იყვნენ პოლიტიკოსები და ის  სამხედროები, რომლებმაც ევროკავშირის აზრით ყირიმს უკრაინისგან გამოყოფისაკენ უბიძგეს. 
„ბი-ბი-სის" წყარო ასევე აღნიშმავს, რომ მიღებული ზომები დააფიქრებს რუსეთს თავისი ქმედებების შედეგებზე. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები