უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებელს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წამოყენებულ პირობებს, რომელიც სერგეი ლავროვის უწყებამ დღეს გაავრცელა და მას უკრაინს კრიზისი მოგვარების პრობები უწოდა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ეს განცხადება ულტიმატუმს გავს. პოზიცია რომელიც იქ არის დაფიქსირებული უკრაინული მხარისათის აბსოლუტურად მიუღებელია", _ იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო შუამავლობით მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემისა და მის შუდა საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზე გაიმართება.
„ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესია და პროვოკაცია უკრაინის ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე.
ამიტომაც კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ის პოზიციები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მოყვანილი მიუღბელია და უკრანის შიდასაქმეებში ჩარევას წარმოადგენს", - იუწყება უკრაინის საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კრიზისის მოგვარების ხუთი პირობა დაასახელა. მოსკოვმა უკრაინის კონსიტიციის შეცვლა და ქვეყნის ფედერალიზაცია მოითხოვა.
მოსკოვმა მოუწოდა აშშ-სა და ევროკავშირს შეიქმნას უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფი რომელიც გაამყარებს მის არასამხედრო-პოლიტიკური ქვეყნის სტატუსს. მოსკოვის აზრით, აღიარებულ უნდა იქნეს რეფერენდუმის შედეგები ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით.
მოთხოვნის მიხედვით, მიღებულ უნდა იქნეს, უკრაინის ახალი ფედერაციული კონსტიტუცია და მის საფუძველზე ჩაატარონ საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე მიენიჭოს რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„გაეროს უშიშროების საბჭოზე უნდა გამყარდეს უკრაინის სამხედრო-პოლირიკური ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი.
აღიარებულ იქნეს ყირიმის უფლება თვითგამორკვევისა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ახალი ფედერაციული კონსტიტუცია.
გამოტანილ იქნეს საერთოსახალხო რეფერენდუმზე უკრაინის ახალი კონსტიტუცია და შემდეგ მის საფუძველზე საერთონაციონალური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მიენიჭოს რუსულ ენას მეორე სახელმწიოფ ენის სტატუსი",_ მოითხოვს რუსეთის საგარეო უწყება.
მასალის გამოყენების პირობები