სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ საოლქო პროკურატურაში ორ საათს გაგრძელდა ადვოკატ რომეო საჯაიას დაკითხვა.
დაკითხვიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა მისი განცხადებით, პროკურატურაში მისი დაბარება მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
შეგახსენებთ, რომ რომეო საჯაია ზუგდიდში 2005 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე საგამოძიებო სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2013 წლიდან კი ის ახალაიების ადვოკატია.
მასალის გამოყენების პირობები