ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ყირიმში ჩატარენულ ე.წ. რეფერენდუმს მიესალმება და აცხადებს, რომ ამის გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება არამართლზომიერია.
„სანქციების დაწესებისათის სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს. ძალიან სერიოზული და ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უნდა იქნეს მხარდაჭერილი",_ აცხადენს გორბაჩოვი და აღნიშნავს, რომ ყირიმის მოსახლეობის მიერ საკუთარი ნების გამოხატვა კი მკაცრი სანქციების შემოღებისათვის საკმარისი საფუძველი არ არის.
„თუ ადრე ყირიმი უკრაინას საბჭოური კანონებით შეუერთდა, ანუ პარტიული კანონებით, ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე, ახლა იგივე ხალხმა გამოასწორა ეს შეცდომა. ამიტომაც სანქციები კი არ უნდა დავაწესოთ არამედ ამას უნდა მივესალმოთ",- განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.
მასალის გამოყენების პირობები