რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის კრიზისის მოგვარების პირობები დასახელა. მოსკოვი უკრაინის ფედერალიზაციას მოითხოვს.
მოსკოვმა მოუწოდა აშშ-სა და ევროკავშირს შეიქმნას უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფი რომელიც გაამყარებს მის არასამხედრო-პოლიტიკური ქვეყნის სტატუსს. მოსკოვის აზრით, აღიარებულ უნდა იქნეს რეფერენდუმის შედეგები ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით.
მოთხოვნის მიხედვით, მიღებულ უნდა იქნეს, უკრაინის ახალი ფედერაციული კონსტიტუცია და მის საფუძველზე ჩაატარონ საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე მიენიჭოს რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„გაეროს უშიშროების საბჭოზე უნდა გამყარდეს უკრაინის სამხედრო-პოლირიკური ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი.
აღიარებულ იქნეს ყირიმის უფლება თვითგამორკვევისა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ახალი ფედერაციული კონსტიტუცია.
გამოტანილ იქნეს საერთოსახალხო რეფერენდუმზე უკრაინის ახალი კონსტიტუცია და შემდეგ მის საფუძველზე საერთონაციონალური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მიენიჭოს რუსულ ენას მეორე სახელმწიოფ ენის სტატუსი",_ მოითხოვს რუსეთის საგარეო უწყება.
მასალის გამოყენების პირობები