უკრაინის უმაღლეს რადის სხდომა დასრულდა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადება არ გააკეთა იმის შესახებ თუ როდისთვის გაიმართება შემდეგი სხდომა. ალექსანდრე ტურჩინოვმა დეპუტატებს კიევის დატოვებისგან თავის შეკავება ურჩია.
„სიტუაცია უკრაინაში ძალიან დაძაბულია. გეგმის მიხედვით ჩვენ ეს კვირა კომიტეტებში უნდა ვიმუშავოთ და მომდევნო სამშაბათს უნდა შევიკრიბოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, სიტუაცია ისეთია, რომ შესაძლოა ჩვენ შეკრებამ დღეღამის ნებისმიერ დროს მოგვიწიოს. ამიტომაც ყველას გთხოვთ კიევი არ დატოვოთ.
აქ იმუშავეთ და აუცილებლობის შემთხვევაში მე თქვენ დღეღამის განმავლობაში შეგკრიბავთ, იმისათვის რათა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები რომელთა მიღებასაც უკრაინელი ხალხი მოითხოვს და რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაცვისათვის იქნება აუცილებელი", - განაცხადა ტურჩინოვმა.