უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ტენიუხი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ტენიუხის თქმით, უკრაინის შეიარაღევული ძალები უმოკლედ დროში შეძლებენ აუცილებელი რესურსების აღდგებას და ოკუპანტისათვის წინააღმდეგობის გაწევას.
„რაც შეეხება აღმოსავლეთ საზღვრებს სადაც რუსი ოკუპანტების 60 ათასიანი ჯარი დგას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავიანთი პოზიციები უკვე დაკავებული აქვს და ისინი მზად არიან უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გაცემული განკარგულებების შესასრულებლად. ასევე მზად არიან ბრძანებების შესასრულებლად სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთანაც",_ განაცხადა თავდაცვის მინისტთა მოვალეობის შემსრულებელმა.
ამასთან ერთად, ტებიუხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ დასახული ამოცანები იქნეს შესრულებული.
„ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ განუზომლად დიდი სამუშაო გავწიეთ",_ განაცხახა ტენიუხმა.
„ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის ტერიტორია და სამხედროები რომლებიც იქ არიან იქ იდგებიან და ეს საკითხი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაწყდება თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შეიარაღებული ძალები დაკისრებულ ამოცანას შეასრულებენ",_განაცხადა მინისტრმა.