მოსკოველმა სამართალდამცავებმა ავტომობილების ძარცვაზე სპეციალიზებული, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დამნაშავეთა დაჯგუფება დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბანდას 31 წლის გიორგი მუკბანიანი ზედმეტსახელად „გიშაშო" ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლაც აცხადებს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდების კატეგორიას მიეკუთვნება.
მუკბანიანთან ერთად დაკავებულნი არიან საქართველოს 30 და 43 წლის მოქალაქეები. მათი ვინაობა არ სახელდება, თუმცა აღნიშნულია, რომ ისინი ქუთაისელები არიან.
რუს სამართალდამცავთა ინფორმაციით, ისინი მოსკოვში რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდდნენ და ავტომობილებს ძარცვავდნენ. სამართალდამცავი ასევე იუწყებიან, რომ მათ მოსკოვში დაახლოებით 20 ძარცვის ფაქტი აქვთ ჩადენილი.
მასალის გამოყენების პირობები