პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში დამკვიდრებულ საბაჟოსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პლატფორმას. როგორც ღარიბაშვილმა მოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა 2014 წლის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა მნიშვნელოვანია მუდმივი კონსულტაციები საბაჟო ადმინისტრაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.
,,საქართველო მიესალმება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში დამკვიდრებულ საბაჟოსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პლატფორმას. უაღრესად მნიშვნელოვანია მუდმივი კონსულტაციები საბაჟო ადმინისტრაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, კონსულტაციები როგორც სტრატეგიულ ასევე ტექნიკურ დონეზე. სწორედაც რომ ზემოაღნიშნული კონსულტაციების პრაგმატულ ჭრილში გადაწყვეტა საშუალებას მოგვცემს გაეცეს პასუხი კითხვას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არსებობს: „რას სურს საბაჟოს ბიზნესისგან და რა სურს ბიზნეს საბაჟოსგან?". , _განაცხადა პრემიერმა.