გლდანში, გიორგი წმინდის დასახლებაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.
როგორც გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახებს დროებით თავშესაფარში დღეს გადაიყვანენ.
სპეციალისტები კი ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ნიადაგს იკვლევენ, რის შემდეგაც დადგინდება მიწის მონაკვეთი საცხოვრებლად ვარგისი არის თუ არა.