11 თვის გიორგი კახაძე სავარაუდოდ H1N1 ვირუსით ახალციხის საავადმყოფოდან თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვს რამდენიმე დღეა მაღალი სიცხე, სუნთქვის უკმარისობა და ვირუსული ინფექციის ფონზე პნევმონიის გართულება აღენიშნება.
11 თვის გიორგის ლაბორატორიული გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.