რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ოთხმა სხეულის მძიმე დაზიანები მიიღო.
"ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიულზე ავარდნის შემდეგ გაჩერებაზე მდგომ ადამინებს შეეჯახა, რის შემდეგაც სავალ ნაწილზე გადავიდა და რამდენიმე მოქალქეს გადაუარა.
ავტომანქანას 20 წლის მამუკა გელაშვილი მართავდა, რომელმაც მიმალვა სცადა, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში მივიდა.
დაზიანებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.