საგამომცემლო სახლ „კომერსანტის" ხელმძღვანელობა გაზეთ „კომერსანტ-უკრაინას" ხურავს. განცხადება ამის შესახებ საგამომცემლო სახლის დირექტორმა პაველ ფილენკოვმა გააკეთა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება გამოცემა „კომერსანტ-უკრაინას" გამოცემის შეჩერების შესახებ იმ მომენტამდე ვიდრე სიტუაცია სტაბილურობის ნიშნულს არ მიუახლოვდება.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამგვარი მომენტი შესაძლოა არც დადგეს - ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც გამოცემას ჰქონდა აქამდეც არც არსად არ წასულან.
გაზეთის ძირითადი რეკლამისმიმცემები საბანკო და საავტონობილო სექტორი იყო, ხოლო უკრაინაში ცნობილი მოვლენების დაწყების შემდეგ გამოცემა გახდა არა მხოლოდ არაპერსპექტიული არამედ უიმედოც",_ აცხადებს ფილენკოვი და აღნიშნავს, რომ ყველა თანხა, რომელიც ამჟამად გამოცემას გააჩნია თანამშრომელთა ხელფასებს მოხმარდება.
„დავალიანებებს ჩვენ არ დავუშვებთ. გაზეთის შტატში დაახლოებით 100 თანამშრომელია. ახლა კი წყდება საკითხი თუ რამდენი ჟურნალისტი იმუშავებს უკრაინაში რუსული გამოცემისათვის",_ აცხადებს დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები