როსტოვის, ბელგოროდსკის, ტამბოვსკის და კურსკის ოლქებში რუსეთის ფედერაციამ სამხედრო წვრთნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წვრთნის ძირითად მიზანს, თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, „დანაყოფების ბრძოლისუნარიანობისა და ამოცანების შესრულების შემოწმებაა უცხო ადგილებსა და უცხო პოლიგონებზე". წვრთნები მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშმავს, რომ წვრთნის პირობები, საბრძოლო მოქმედებებს მაქსიმალურად არის მიახლოებული.