ევრომაიდანის დაჭრილი კიდევ ორი აქტივისტის, ქალი და მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევში ვერომაიდანის აქტივისტი ქალი, 1986 წელს დაბადებული ლვოველი ოლგა ბურა მაიდანზე მიღებული ჭრილობებსაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთში, ასევე მაიდანზე მიღებული ჭრობებისაგან დაიღუპა ჩერნოვცების მცხოვრები ვასილი აკსენინი. ის კიევში 20 თებერვალს მძიმედ დაიჭრა.
სულ, კიევში მომხდარი არეულობების შედეგად გარდაცვლილია 102 ადამიანი.