„ყალბსა და პროვოკაციულს" უწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის გამოსვლას რადაში რომლის დროსაც მან ყირიმი აფხაზეთს შეადარა.
„უკრაინის პრემიერმა თავს უფლება მისცა აფხაზეთი ყირიმისათის ყალბად და პროვოკაციულად შეედარებინა",_ ნათქვამია სეპარატისტების ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის შესახებ აშკარად არასანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად, იაცენიუკი ამტკიცებს, რომ აფხაზეთში კორუფცია, უკანონობა და ბანდირიზმი სუფევს, რაც ემუქრება კიდეც ყირიმს უკრაინის შემადგენლობის განსვლის შემთხვევაში.
„გვინდა ვურთხრათ არსენი იაცენიუკს, მომავლისათვის, ჯერ დაფიქრდეს რა განცხადებას გააკეთებს კიევის მთავრობის სახელით. შუფერებელია ადამიანისათვის, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია სიცრუისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება ქვეყნის მიმართ, როგორი პატარაც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა",_ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში და ბოლოს აღნიშნულია, რომ ყირიმის მოსახლეობას თვითგამორკვევის უფლევა რა თქმა უნდა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები