დღეს, 18 მარტს, "გზამშენი 11"-ის მუშები ლილოს დასახლებაში შიმშილობას იწყებენ. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, კახეთის გზატკეცილთან, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, სააქციო საზოგადოება "გზამშენი 11"-ის მუშები აქციას გამართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
"წელიწადზე მეტია, "გზამშენი 11"-ის მუშები გაუცემელ ხელფასებს ითხოვენ. ბევრ მათგანს ანაზღაურება 16 თვეა არ მიუღია. ეს აქცია ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაიმართება~, _ აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
საკრედიტო დავალიანების გამო, ორი თვის წინ, "გზამშენი 11" ბანკ "რესპუბლიკის" საკუთრება გახდა. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი მოითხოვს, ბანკმა, როგორც "გზამშენი 11"-ის სამართალმემკვიდრემ, არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრება თავის თავზე აიღოს.