დღეს, 13 მარტს, 18:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ჩატარდება კონსერვატორიის პროფესორის მანანა დოიჯაშვილის კლასის კონცერტი „სამუსიკო სემინარიის" სტუდენტებისა და კონსერვატორიის სტუდენტთა მონაწილეობით.
კონცერტზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქისა და სტილის კომპოზიტორების: ლისტის, გრიგის, დებიუსის, სკრიაბინის, სტრავინსკის, რახმანინოვისა და პროკოფიევის მხოლოდ საფორტეპიანო ეტიუდები, რაც ერთგვარი სიახლეა ქართულ საკონცერტო სივრცეში.
კონცერტზე პირველად სრულდება, აგრეთვე, საქართველოში:
მე-20 საუკუნის უნგრელი კომპოზიტორის, ძიორდ ლიგეტის ეტიუდი #10 `Der Zauberlehsling~ („ჯადოქრის შეგირდი"); მე-20 საუკუნის უკრაინელი კომპოზიტორის, პიანისტისა და ჯაზმენის, ნიკოლაი კაპუსტინის ეტიუდები #7 `intermeco~ და #8 `finali~; და თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ზურაბ ნადარეიშვილის პოპური „ბატონი ჩერნის საპატივცემულოდ" 16 ხელისთვის, რომელსაც ერთად შეასრულებს კონცერტის ყველა მონაწილე.