ლვოვში დღეს 103 ყირიმელ დევნილს ელიან. მათ, შექმნილი მდგომარეობის გამო ა/რ ტერიტორია დატოვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ ლვოვში ყირიმიდან 90 დევნილი გადავიდა.
ბოლო მონაცემებით, დღეისათვის ლვოვსა და ლვოვის ოლქში გადასულია 547 ადამიანი, მათ შორის 241 ბავშვი.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი პარუბიი აცხადებს, რომ ყირიმიდან დევნილთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს განცხადება მან კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„დღეისათის ჩვენ უკვე მათ შეგვიძლია დევნილები ვუწიდით, რომლებიც ყირიმს ტოვებენ",_ განაცხადა პარუბიიმ.
მასალის გამოყენების პირობები