პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და მთავრობის საპარლამენტო მდივანი დაესწრო. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე, განიხილეს მთავრობის მხრიდან საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტები, იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
მასალის გამოყენების პირობები