აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯონ ბრენანი რუსეთის ჯარის აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას არ გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ „The Washington Times"-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ჯონ ბრენანმა მაშინ გააკეთა, რომდესაც მან კანონმდებელთა მხრიდან კრიტიკა მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ყირიმში შჭრა ვერ იწინასწარმეტყველა.
ვაშინგტონში საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე (Council on Foreign Relations) ბრენანი თავს იმართლებდა იმით, რომ მსგავს სიტუაციებში მოვლენათა განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ლიდერების პოზიცია და გადაწყვეტილებები.
The Wall Street Journal ადრე წერდა, რომ აშშ-სადაზვერვო სააგენტოების აზრი ყირიმში შეჭრასთან დაკავშირებით ორად გაიყო: პენტაგონი ამ ალბათობას მაღალ შეფასებას არ აძლევდა, იმ დროს როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამგვარ ოპერაციას გარდაუვალად მიიჩნევდა.
თავის შეფასებაში ჯონ ბრენანი რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში შჭრას ეხებოდა მაინც ფრთხილი იყო.
„სავარაუდოდ, რუსეთს აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის საშუალება? რა თქმა უნდა აქვს",_ აცხადებს ჯონ ბრენანი.
„მიმაჩნია, რომ უკვე ახლა, პუტინი და სხვები ცდილობენ გაარკვიონ რა სურთ მათ რომ გააკეთონ და რა უნდა გააკეთონ საერთაშიროს საზოგადოების მიერ რუსეთის ქმედებების დაგმობისას.
ჩემი აზრით, მხოლოდ პუტინმა იცის თჲ რას გააკეთებს მომავალში რუსეთი, თუ მას უკვე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება",_ განაცხადა ჯონ ბრენანმა.