დღეს, 18 მარტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა ქსელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ 2006 წლიდან მოქმედ წესს ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილთა შვილად აყვანის გამო შვებულების თაობაზე.
მათი განცხადებით, არ შეიძლება, ამ ტიპის შვებულება თვეში 150 ლარით ნაზღაურდებოდეს, მით უფრო, რომ შვებულებით მოსარგებლეს ხელფასი გაცილებით მეტი აქვს", - აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებში.
აქციის მონაწილეები ისაუბრებენ მცირე დეკრეტული შვებულებაზე, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების უცვლელობაზე ტყუპების შეძენის შემთხვევაში, დეკრეტული შვებულებების თვალსაზრისით კერძო კომპანიებში არსებულ პრობლემებზე, დეკრეტული შვებულებაზე, როგორც სამსახურის დაკარგვის წინაპირობაზე, სახელმწიფოს მხრიდან მშობიარობის 100%-იანი დაფინანსების აუცილებლობაზე და სხვა.