აფხაზი სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ბოლო დღეებში უკრაინული მედია" აფხაზეთს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ადარებს რა მას ყირიმში შექმნილ ვითარებას. უკრაინული მედიით, ვრცელდება სხვა და სხვა პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და ექსპერტების მოსაზრებები, რომელთა მიხედვიტაც, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყირიმს აფხაზეთის - აუღიარებელი, ნახევრადკრიმინალური და დანგრეული ქვეყნის ბედი ელის.
„ისინი სასურველს რეალურად წარმოაჩენენ, პუბლიკაციებსაც 10 წლის წინ გადაღებულ ფოტოებს ურთავენ. მართალია, სამწუხაროდ ომის კვალი აფხაზეთს ჯერაც ატყვია, მაგრამ ეს რუსეთის ბრალი სულაც არ არის, ეს სწორედ საქართველოს ქმედებების ბრალია, რომელიც ასე უყვარს უკრაინის ხელისუფლებას.
ეს საქართველოს აფხაზეთზე თავდასხმის ბრალია და აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული საერთაშორისო ბლოკადის ბრალია რომელიც აქამდე გრძელდება.
ასევე გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ აგრესორის მხარეს იბრძოდნენ უკრაინელი მოხალისეები და ისინიც ეხმარებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზი ხალხის განადგურების მცდელობაში. „უნა-უნსოს" მრავალ ბოევიკს ამისათვის ოფიციალური ჯილდოებიც კი აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლებისგან. ასე რომ ვინ არის მართლა დამნაშავე აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაში? „,_ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ აფხაზი ხალხი „მხოლოდ და მხოლო რუსეთის წყალობით გადარჩა".
„ავღნიშნავთ, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი არ არის, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამიტომაც აფხაზეთის ყირიმთან ყველანაირი შედარება, რომლის მცხოვრებლებსაც რუსეთის შემადგებლობაში შესვლა სურთ არაკორექტულია",_ წერენ სეპარატისტები.