რუსეთის ანექსიის შემდეგ ყირიმი შეიძლება მეორე აფხაზეთად ან მთიან ყარაბაღად იქცეს - რესპუბლიკად, ნახევრადკრიმინალური მმართველობით. განცხადება ამის შესახებ გადაცემა „სვაბოდა სლოვოს" ეთერში რუსმა ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა გააკეთა.
„ყველაზე პესიმისტური სცენარით, ყირიმი შესაძლოა აფხაზეთად, დნესტრისპირეთად, სამხრეთ ოსეთად ან მთიან ყარაბაღად იქცეს. ანექციის შემდეგ ეს იქნება აუღიარებელი რესპუბლიკა ნახევრადკრიმინალური მმართველობით, სადაც ადამიანებს ჩასვლა აღარ მოუნდებათ. ჩვენ კი კარგად გვესმის, რომ ყირიმი ტურიზმის გარეშე ვერ იცხოვრებს",_ განაცხადა პოლიტიკოსმა.
ნემცოვი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უხეშად დაარღვია ორი ფუნდამენტალური შეთანხმება უკრაინასთან.
„პირველი - უკრაინის არაბირთვული სტატუსის შესახებ, რომელსაც ხელი 1994 წელს მოეწერა და მეორე 1997 წელს ხელს ხელმოწერილი შეთანხმება „უკრაინასთან მეგობრობის, მშვიდობისა და პარტნიორობის შესახებ", რომელშიც საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ვალდებულია არა თუ ძალა, მუქარაც კი არ გამოიყენოს უკრაინის მიმართ.
„თუ ვლადიმერ პუტინი ყირიმის ანექსიას მოახდენს, ეს იქნება პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ",_ აცხადებს ბორის ნემცოვი.