დღეს, 18 მარტს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორებში" განუცხადეს, მიტინგი ამჯერად ე. წ. მოდულის შენობასთან ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პრაიმერის ინიციატორი პარტიების წარმომადგენლები პოლიტპატიმრების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს ყოველ ხუთშაბათს მართავენ.