საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად.
პროგრამაშია მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული, კინემატოგრაფიული, მუსიკალური და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ფრანკოფონია 2014 წლის ფარგლებში გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.
ფრანკოფონიის დღეების დაწყებასათან დაკავშირებით, ბ-ნი რენო სალენსი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში და ბ-ნი გიუნტერ ბეხლერი, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში, ეწვევიან თბილისის 85-ე საჯარო სკოლას, რომელიც სარგებლობს დაწყებით კლასებში ფრანგული ენის სწავლების პროგრამით. პროგრამა ხორციელდება საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის მხარდაჭერით.