საქართველოს კულტურის პალატამ თბილისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები გააუქმა, ამის შესახებ კულტურის პალატამ "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა. "დღეს გავრცელებული რუსეთის სახალხო არტისტების წერილის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მეზობელი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში. საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თატრის გასტროლები თბილისში. კიდევ ერთხელ გვინდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას მის სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს"-ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციის მხარდამჭერ განცხადებას 86 ხელოვანი აწერეს ხელს. მათ შორის არიან: რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი, რუსეთის სახალხო არტისტი, ბალერონი ნიკა ცისკარიძე, ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და სხვები.