რუსეთის კულტურის მოღვაწეები უკრაინის, კერძოდ, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებენ, რომელთა შორის არიან რუსეთში მოღვაწე ქართველი კულტურის მოღვაწეები.
"როდესაც ყირიმის და ჩვენი თანამემამულეების ბედი წყდება, რუსეთის კულტურის მოღვაწეები ვერ იქნებიან მხოლოდ გულგრილი დამკვირვებლები. ჩვენი საერთო ისტორია, საერთო ფესვები, კულტურა, სულიერება, ფუნდამენტური ღირებულებები და ენა, სამუდამოდ გვაერთიანებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ხალხს და კულტურას ჰქონდეს მომავალი. სწორედ ამიტომ ვუცხადებთ მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასთან, ყირიმთან დაკავშირებით", - ნათქვამია მიმართვაში.
მხარდამჭერ განცხადებას 86 ხელოვანი აწერეს ხელს. მათ შორის არიან: რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი, რუსეთის სახალხო არტისტი, ბალერონი ნიკა ცისკარიძე, ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და სხვები.