დღეს, 11: საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებით, გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
ამ საქმეზე უგულავას 50-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის ფარგლებში მას მერის უფლებამოსილება შეუჩერდა.
უგულავას ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა. საქმის მასალების მიხედვით, მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.