12 მარტს 13:00 საათზე, თელავის ისტორიის მუზეუმში ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში, თელავის პროფესიული საზოგადოებისთვის, ბატონისციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაკვეთით, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის შექმნაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი სპეცილისტებთან ერთად ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.
პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თელავის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, კონსერვაციის გეგმას მოწვეული სტუმრებისთვის წარადგენს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი და საკონსერვაციო გეგმის ავტორი ნატო ცინცაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები