ხვალ, 18 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ხელს მოაწერენ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს 3 თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას.
საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება აუცილებელია, საამისოდ, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა უცხოეთში, საკუთარი ენა და თვითმყოფადობა შეინარჩუნონ და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იოლად შეძლონ ინტეგრირება საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრიობასთან.