დღეს, 12 მარტს, სამტრედიაში, ებრაელთა მუზეუმში ლიტერატურული სპექტაკლი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს" გაიმართება.
სპექტაკლი ეძღვნება ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვან იუბილეს. სპექტაკლს წარმოადგენს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი.
პროექტის ფარგლებში ლიტერატურული სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მარტი-აპრილი-მაისის თვეში, 7 მუნციპალიტეტში (მარტვილი, სენაკი, ქუთაისი, სურამი, სამტრედია და მცხეთა) იქნება წარმოდგენილი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის ,,რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა და წახალისება" ფარგლებში.
პროექტი ინიცირებულია რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მიერ.