ყირიმში დაახლოებით 19 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მათივე ინფორმაციით, ყირიმში სიტუაციის გამწვავებიდან რუსი სამხედროების მიერ ხელში ცაგდებულია 4 და ბლოკირებულია 37 სამხედრო ნაწილი.
კერძოდ, ყირიმში იმყოფება რუსეთის ფედერაციის 2 350 საზღვაო ქვეითი, 10 მარტის მდგომარეობით კი, ყირიმში ამჟამად იმყოფება 19 ათას 780 რუსი სამხედრო.
„სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების მონაცემებით, 10 მარტის მდგომარეობით ყირიმში იმყოფება 19 ათას 780 რუსი სამხედრო, მათგან 11 ათასი 370 სავი ზღვის ფლოტის სამხედროა.
მთლიანობაში რუსი სამხედროების მიერ ყირიმში არსებული 56 ობიექტიდან მწობრიდან გამოყვანილია 40 ობიექტი. ხელში ჩაგდებულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურის 20 ობიექტი და ბლოკირებულია 46 ობიექტი",- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ევგენი პერებიინისი.