ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილი ხელმძღვანელი მუსტაფა ჯემილევი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში სასაუბროდ მიიწვია. თავად ჯემილევი ამბობს, რომ იქ ალბათ მას ყირიმში შექმნილ სიტუაციაზე დაელაპარაკებიან და ყირიმელი თათრების თავის მხარეს გადაბირებას შეეცდებიან.
თუმცა წავა თუ არა მოსკოვში ჯამილევმა ჯერ არ იცის.
„ხელმძღვანელობასთან შევათანხმებ. ისინი რუსული ჯარის გაყვანაზე ხომ არ საუბრებენ ჩემთან, არამედ რაღაცას შემომთავაზებენ",_ განაცხადა ჯემილევმა.
მისივე ინფორმაციით, მან დაპატიჟება პირადად ვლადიმერ პუტინისაგან მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები