ყირიმის მინისტრთა თვითგამოცხადებული საბჭო არალეგიტიმურია და ნებისმიერი რეფერენდუმი ყირიმში ასევე არალეგიტიმური იქნება და მსოფლიო მას არ არღიარებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იანცენიუკმა რადაში დღეს გააკეთა.
„უკრაინის ხელისუფლების სახელით ვაცხადებ, რომ არავითარი ლეგიტიმური ხელისუფლება ყირიმში არ არსებობს. ეს ბანდიტების ჯგუფია, რომელმაც ხელისუფლება არაკონსტიტუციური მეთოდებით ჩაიგდეს ხელში და რომელთაც რუსი სამხედროები უჭერენ მხარს",_ განაცხადა იაცენიუკმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომაც ყირიმში საერთოეროვნული პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოს და მთავრობა ამისათვის მზადაა, მაგრამ ეს დიალოგი ვერ წარიმართება პისტოლეტების ლულებისა და რუსული ტანკების იქ ნყოფნის პირობებში.
„ჩვენ მზად ვართ იმისათის, რომ ავტონომიის ტერიტორია, რომელიც იყო არის და იქნება კიდეც უკრაინული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი აყვავდეს მომავალში. ალბათ იქ მცხოვრებლებმა არ იციან თუ რა მპოხდა აფხაზეთში, ოსეთში და დნესტრისპირეთში.
მე მივიღე მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს დღეს ხალხი აფხაზეთში.
იქ ადამიანებს არ აქვთ არც სამსახური, არც ხელფასი და აც უსაფრთხოება. უკვე აღარც ვსაუბრობ იმაზე, რომ მათ დაავიწყდათ თუ როგორ გამოიყურებიან დამსვენებლები.
სამაგიეროდ, იქ არის ბანდფორმირებები დანგრეული სანატორიუმები, იქ ვაჭრობენ იარაღით, ნარკოტიკებით -აი რა ხდება ამ ტერიტორიებზე.
ასეთი ბედი სურთ „მწვანე კაცუნებს" რომლებიც ახლა სულ 18 ათასს შეადგენენ და ყირიმის მთელს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან",_ აცხადებს იაცენიუკი.
„ყირიმი ამას არ იმსახურებს. ჩვენ ვიბროლებთ ჩვენი ერთიანობისთვის",_ დასძენს პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები