ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა არ აპირებს უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას ძველი პირობებით იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში უმაღლესი რადის მიერ გადაყენებული ვიქტორ იანუკოვიჩი დაბრუნდება. განცხადება ამის შესახებ ყირიმის პარლამენტის სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა გაკეთა.
„ქვეყანა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით უკვე აღარ არსებობს. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ და ვცდილობთ ეს გზა რაც შეიძლება მალე გავიატროთ" _ აცხადებს კონსტანტინოვი.
ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, შესაძლებელია თუ არა ყირიმის დაბრუნება უკრაინის შემადგებლობაში ძველი პირობებით, კონსტანტინოვი პასუხობს: - „გამორიცხულია! ჩვენ უკვე გავიარეთ ის პერიოდი და ეს შეუძლებელია, ჩვენ უკვე წინ წავედით",_ აცხადებს კონსტანტინოვი.