ყირიმის რადამ დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დეკლარაციას ხმა 78 -მა დეპუტატმა მისცა. დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდებაა „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია".
დადგენილებაში ნათქვამია, რომ 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ თუ ხალხის ნებით მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ყირიმის ა/რ და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ. ყირიმი რეფერენდუმის შემდეგ დანოუკიდებელ და სუვერებულ სახელმწიფოდ გამოცხადდება, რომელსაც რესპუბლიკური მმართველობის ფორმა ექნება.
მასალის გამოყენების პირობები