საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი აცხადებს, რომ თუ რუსეთი დასავლეთის წინადადებებზე უკრაინაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით რეაგირებას არ მოახდენს, მის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირას შემოიღონ.
მან აღნიშნა, რომ ყირიმში 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმი - უკანონოა.
ფაბიუსმა აღნიშნა, რომ სანქციებში შესაძლოა შევიდეს სავიზო აკრძალვები და რუსეთისა და უკრაინის ზოგიერთი მოქალაქის აქტივების გაყინვა. აღსანიშნავია, რომ დღეს ლონდონში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმოამადგენლების შეხვედრა უნდა გაიმართოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.