უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თავს უკრაინის მოქმედ პრეზიდენტად მიიჩნევს და აპირებს მიმართოს აშშ კონგრესს, სენატსა და უმაღლეს სასამართლოს თხოვნით, რომ მათ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება არ აღიარონ. განცხადებები ამის შესახებ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას - არავის აქვს უფლება და არავინ არ უნდა წააქეზოს დარბევები და ანტისკონსტიტუციური გადატრიალებები",_ განაცხადა იანუკოვიჩმა.
მან გაიხსენა, რომ აშშ-ს ხელისუფლება უკრაინისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარს გამოყოფას აპირებს.
უწოდებს რა უკრაინის ახალ ხელისუფლებას „ბანდიტურ ხელისუფლებას" იანუკოვიჩი მოითხოვს მათ არ გამოუყონ ეს თანხა.
„მინდა მივმართო კონგრესს, სენატსა და აშშ უმაღლეს სასამართლოს. თქვენ თქვენივე კანონების მიხედვით არ გაქვთ უფლება ბანდიტებს ფული გამოუყოთ",_ აცხადებს იანუკოვიჩი.
მასალის გამოყენების პირობები